|
2022-06-13 13:11:41, 1169 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - ჩვენი მიზანია უკრაინის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს გამარჯვების უზრუნველყოფა ევროპაში
ნატო-ს მთავარი პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის დაცვაა. სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ თავდაცვას, განსაკუთრებით ალიანსის აღმოსავლეთით, ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში. ეს არის შეკავება, არა პროვოცირების მიზნით, არამედ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ის რამაც ეს დრამატული ცვლილება გამოიწვია იყო პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელმაც დაარღვია მშვიდობა ევროპაში. „ეს არის ნიმუშის ნაწილი: გროზნოს განადგურება, თავდასხმა საქართველოს წინააღმდეგ, ყირიმის უკანონო ანექსია, ალეპოს დაბომბვა, ახლა კი, ეს სასტიკი ომი მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ. ნატო არ არის ომის ნაწილი. ომის საპასუხოდ ნატო-ს ორი ფუნდამენტური ამოცანა აქვს. ერთი არის ჩვენი ახლო პარტნიორი უკრაინის მხარდაჭერა. გაეროს წესდებაში გათვალისწინებული თავდაცვის უფლების დაცვა. ჩვენ ამას ვაკეთებდით ფაქტობრივად მრავალი წლის განმავლობაში და შეჭრის შემდეგ, ამასთან ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ისევე როგორც ფინეთმა, მათ შორის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებით. ჩვენი მიზანია უკრაინის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს გამარჯვების უზრუნველყოფა ევროპაში”,- განაცხადა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)