|
2022-06-13 10:18:45, 1098 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ივანიშვილზე - ანგარიში აქვს გაჩერებული, გადარიცხვა არ კეთდება და ფაქტობრივი სანქცია ისედაც მოქმედებს
„რამდენიმე დღის წინ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თუ არ ვცდები, ვიქტორ ყიფიანი საუბრობდა და მან განაცხადა ასეთი რაღაც, რომ დღესაც პრაქტიკულად ფაქტობრივი მოცემულობა ეს არის, რომ ანგარიში არის გაჩერებული, ორი თვეა გადარიცხვა არ კეთდება, ანუ პრაქტიკაში გამოდის, რომ სანქცია ისედაც მოქმედებს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა“- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხს გამოეხმაურა. როგორც კობახიძემ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა ისეთი პროცესები გამოიარა, არაფერს შეუშინდა და ახლა ვიღაცას უნდა, რომ რაღაც ჩანაწერებით და სანქციების მუქარით შეაშინოს ეს არის ფუჭად გასროლილი ტყვია. „როცა 2011 წელს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა, პირველად მისი ეს პოლიტიკური ბიოგრაფია დაიწყო დაყადაღებით. დაუყადაღეს ანგარიშები, მერე სატელიტური თეფშები და ა.შ. დღესაც, იგივე ხაზის ადამიანები საუბრობენ იმავეზე, რომ უნდა დავუყადაღოთ, ჩამოვართვათ. 11 წლის თავზე ელემენტარული ხელწერა ვერ შეიცვლეს. იგივე მენტალიტეტით მოხდა ეს ჩანაწერი იმ რეზოლუციაში, რომელზეც ვსაუბრობთ. ვერ მოიშალეს ეს, რომ ადამიანს ანგარიში უნდა დაუყადაღო, ჯერ არც ადამიანის უფლებები აინტერესებს. ჩვენ მაგიტომ ვამბობთ, რომ ასეთ რეზოლუციას, ასეთ ჩანაწერებს ევროკავშირთან ზოგადად საერთო არაფერი აქვს იმიტომ, რომ როცა ევროკავშირი ფუძნდებოდა პირველი, რაზეც ის დაფუძნდა ეს იყო სწორედ სამართლიანობა, სიმართლე, ადამიანის უფლებები, პრინციპები და ღირებულებები. როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ორგანოს, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასეთ ჩანაწერებს ვხვდებით იქ აშკარაა, რომ არაფერი აქვს საერთო ასეთ ტექსტებს იმ ღირებულებებთან, რომლებსაც დაეფუძნა თავის დროზე ევროკავშირი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)