|
2022-06-08 01:21:03, 2297 ნახვა
საზოგადოება
როდის უნდა მივმართოთ კარდიოლოგს?
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აქტუალობის მიხედვით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა და მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. გულმკერდის არეში ტკივილი შესაძლებელია გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით – დაწყებული გულმკერდის კუნთის ტკივილით, დამთავრებული გულის შეტევით ან გულის ქრონიკული დაავადებით, ამიტომ მისი იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. გულის დაავადებებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია: ● გულის უკმარისობა ● გულის იშემიური დაავადება ● არტერიული ჰიპერტენზია ● არითმია ● სარქვლოვანი პათოლოგიები ● პერიკარდიტი ● აორტის სარქვლის დაზიანებები როგორც წესი, კარდიოლოგიური დაავადებები მამაკაცებში უფრო ადრე ვლინდება, ვიდრე ქალბატონებში. ასაკობრივი დარღვევები კაცებში 40 წლიდან, ქალებში კი 55 წლიდან იჩენს თავს, ამიტომ პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება აუცილებელია. თუ გულ-მკერდის არეში მოულოდნელად იგრძენით: ● მწვავე ტკივილი, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა ● ძლიერი სიმძიმე, მოჭერის მსგავსი შეგრძნება ● ტკივილი გადაეცემა სხეული სხვა ნაწილებს - ზურგი, კისერი, ყბა, მკლავები ● გაქვთ სუნთქვის უკმარისობა, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, სისუსტე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ზემოჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში REDMED-ი აძლევს პაციენტებს საშუალებას ონლაინ გაიარონ კონსულტაცია კარდიოლოგთან, ვიდეო ან აუდიო ზარით. მოგეხსენებათ, REDMED-ი პირველი სამედიცინო სერვისების პლატფორმაა საქართველოში, რომელიც მარტივად გაკავშირებს სასურველ ექიმს, შენთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას. პლატფორმა აერთიანებს 20-ზე მეტი სპეციალობის 300-მდე ექიმს საქართველოდან, გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრიიდან. გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მოგვარებაში REDMED-ის კარდიოლოგები დაგეხმარებიან. გარდა ამისა, REDMED-ის პარტნიორ ლაბორატორიებში 900-მდე კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. შეგიძლიათ, გამოიძახოთ სასურველი ლაბორატორია და გაიკეთოთ ანალიზები სახლიდან გაუსვლელად; ან დაჯავშნოთ ლაბორატორიაში ვიზიტი აპლიკაციისა თუ ვებ-გვერდის დახმარებით. დანიშნულებისა და დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციასაც ექიმი REDMED-ის პორტალზე გამოგიგზავნით. REDMED-ი შენი და შენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნვას გაგიმარტივებს. როგორ ავიცილოთ თავიდან კარდიოლოგიური დაავადებების განვითარება? კარდიოვასკულური დაავადებების 90%-ის თავიდან აცილება შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა: ● უარი თქვათ თამბაქოზე ● შეზღუდოთ ალკოჰოლის მოხმარება ● მუდმივად ვაკონტროლოთ ისეთი თანმხლები დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, თირკმლისმიერი დარღვევები. აუცილებელია, მიირთვათ ცხიმით ღარიბი საკვები, თუმცა საყურადღებოა, რომ უახლესი რეკომენდაციების მიხედვით კვების რაციონიდან ცხიმის სრული ამოღება არ არის გამართლებული. საჭიროა, დაბალანსებული რაოდენობით მივიღოთ ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. და რაც მთავარია, დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი, აქტიურად ივარჯიშოთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო.
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)