03:57 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-04 11:22:20, 1056 ნახვა

საზოგადოება
კრწანისში რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო

კრწანისის რაიონში,  ხეივნის დასახლებაში, გულიას პირველი ჩიხი N6-ის მიმდებარედ, 6 500 კვ.მ-ზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები,  დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი. ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. დამონტაჟდა სკამები, და სეპარირებული ურნები. ასევე, დაიგო დეკორატიული ფილები. ადგილზე სკვერისათვის საჭირო ყველა თანამედროვე ინვენტარი დაიდგა. ასევე, მოეწყო დიდი სპორტული მოედანი.

აღნიშნული ტერიტორია კერძო მფლობელობაში იყო. მოსახლეობის თხოვნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის უშუალო ჩართულობის შედეგად, აღნიშნული სივრცე მოეწყო.

„ხეივანში ახლად მოწყობილ სკვერსა და სპორტულ მოედანს მოსახლეობა წლების განმავლობაში ელოდებოდა. ბატონი კახას უშუალო ჩართულობით, შევძელით და დავიბრუნეთ 2007 წელს გასხვისებული ტერიტორია და დავიწყეთ სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები. დღეს, უკვე ამ სივრცეს მოწესრიგებულს და გალამაზებულს რომ ვხედავთ, მოსახლეობასთან ერთად, ჩვენც ძალიან გვახარებს. დაახლოებით, 10 ჰექტრამდე სივრცე გავალამაზეთ ბოლო წლებში და აქტიურად ვაგრძელებთ სამუშაოებს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 988 223 ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics