00:20 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 19:37:07, 1109 ნახვა

სხვადასხვა
დარწმუნებული ხედვა მომავლისკენ - ელიზაბეტ II აღნიშნავს მეფობის 70 წლის იუბილეს

ელიზაბეტ II-მ უკვე მოხსნა არაერთი რეკორდი ტახტზე ყოფნის ხანგრძლივობით - როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე მსოფლიოში. ახლა ის არის უძველესი ცოცხალი მონარქი და მისი მეფობა უკვე ერთ-ერთი ყველაზე გრძელია კაცობრიობის ისტორიაში.

აღსანიშნავია, რომ ბევრი სხვა ჩემპიონისგან განსხვავებით, ელიზაბეთი ტახტზე უკვე ზრდასრულ ასაკში ავიდა. ის 25 წლის იყო, როდესაც მამამისი, მეფე ჯორჯ VI, გარდაიცვალა 1952 წლის 6 თებერვალს. მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში 14 პრემიერ-მინისტრი შეიცვალა, ბევრი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გავიდა და სამეფო ოჯახმაც განიცადა კრიზისული პერიოდები. ათწლეულების განმავლობაში დასრულდა ბრიტანეთის იმპერიის დაშლა, სამეფო შევიდა ევროკავშირში და დატოვა იგი.

გასაკვირი არ არის, რომ ელიზაბეტ II-ის მეფობის ოქროსა და ბრილიანტის იუბილეებზე - 2002 და 2012 წლებში - სახელმწიფო მოღვაწეებმა მას ერის ცოცხალი სიმბოლო და დიდი ბრიტანეთის ისტორიული სტაბილურობა უწოდეს. თავად მან პარლამენტისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ დიდი ცვლილებების მომსწრე იყო.

პლატინის იუბილეს აღნიშვნის წინ გაგზავნილ მესიჯში ელიზაბეტ II-მ განაცხადა, რომ იგი შთაგონებულია ამ 70 წლის მიღწევებით და მომავალს ენთუზიაზმითა და თავდაჯერებულობით უყურებს.

ელისაბედი 1926 წელს დაიბადა. იგი მოინათლა ბაკინგემის სასახლეში და იორკის არქიეპისკოპოსმა უწოდა მას დედის სახელი. თავდაპირველად, ელისაბედს უჭირდა საკუთარი სახელის წარმოთქმა და საკუთარ თავს ლილიბეთს ეძახდა, სწორედ ამიტომ შეარქვა მას მამამისმა ეს ზედმეტსახელი.[1] ელისაბედმა განათლება სასახლეში თავის უმცროს და მარგარეტთან ერთად მიიღო.

ელისაბედი თავდაპირველად არ მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ. მისი ბიძა, უელსის პრინცი ედუარდი ახალგაზრდა იყო და სწორედ მას ეკუთვნოდა ტახტი, მაგრამ ჯორჯ V-ის გარდაცვალების შემდეგ ედუარდმა უარი თქვა ტახტზე და იგი ელისაბედის მამა ჯორჯ VI-მ დაიკავა, ხოლო ელისაბედი ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ელისაბედი შოტლანდიაში იმყოფებოდა, მაგრამ ლონდონში დაბრუნდა. როცა შეტევა ლონდონზე მიიტანეს, მეფემ და მისმა ოჯახმა უარი განაცხადა, რომ კანადაში გამგზავრებულიყო.

1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად. მან განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა ომი კარგად დამთავრებულიყო.

ელისაბედი მართლაც ყველაფერს აკეთებდა. იგი ცდილობდა ხალხის გამხნევებას, ის უარს არ ამბობდა ემუშავა მუშად და მექანიკოსადაც კი. ის, რომ პრინცესაც ჩართული იყო საქმის მოგვარებაში, ხალხს მეტი სტიმული ეძლეოდა. 1945 წელს, ომის დამთავრების შემდეგ, ელისაბედი ლონდონელებთან ერთად აღნიშნავდა ფაშიზმზე გამარჯვებას.

ელისაბედი დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა თავის მომავალ მეუღლეს. მათი სიყვარული მაშინ დაიწყო, როცა ისინი მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ელისაბედი სულ რაღაც 13 წლის იყო. ფილიპმა და ელისაბედმა ერთმანეთთან მიწერ-მოწერა დაიწყეს. 1947 წლის 20 ნოემბერს ფილიპი და ელისაბედი დაქორწინდნენ.

1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ VI გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics