05:54 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-28 18:06:20, 1348 ნახვა

საზოგადოება
ახმეტაში პუტინისტური პარტია ალტ-ინფოს ოფისის გახსნა გააპროტესტეს

ახმეტაში პრორუსული, ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფოს“ ოფისთან აქცია გაიმართა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

"არა რუსეთს! არა მონობას! არა ალტ-ინფოს!" - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით, 20-მდე ახალგაზრდა "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის წინ მივიდა და ახმეტაში ორგანიზაციის გახსნა გააპროტესტა.

კონსერვატიული მოძრაობის წევრებსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

„ჩემი აზრით იმ რაიონში, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გიორგი ანწუხელიძე გაიზარდნენ არ უნდა იყოს ალტ-ინფოს შენობა“ - აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.

მოქალაქეებისა და აქტივისტების გამოჩენას პარტიის ოფისთან ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. საჭირო გახდა პოლიციის გამოძახებაც. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი გაარიდა ადგილიდან.

მოქალაქეების აქცია კი გაგრძელდა. ისინი ამბობენ, რომ აქციებს გააგრძელებენ, სანამ პარტია არ დატოვებს ახმეტას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics