|
2022-05-26 10:56:01, 1154 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - ახლა არის მომენტი, რომ საქართველომ გადამწყვეტად იმოქმედოს, რათა გამოავლინოს თავისი მონდომება ევროპულ გზაზე
ევროკავშირი ურყევი რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, ახლა არის მომენტი, რომ საქართველომ გადამწყვეტად იმოქმედოს, რათა გამოავლინოს თავისი მონდომება ამ ევროპულ გზაზე- ასე მოულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა. ჰარცელის თქმით, საქართველომ ახლა გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს, რათა გამოავლინოს თავისი მონდომება ამ ევროპულ გზაზე. „მთელი გულით ვულოცავ საქართველოს და მთელ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ევროკავშირი ურყევი რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში. ამ რთულ დროს, ჩვენ ერთიანნი ვართ უკრაინის მიმართ სოლიდარობაში. ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოსთან და ვაფასებთ ჩვენს შორის არსებულ ღრმა კავშირებს. 3 მარტს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, რაც ასახავს მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს. საქართველომ ისტორიულ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი გააკეთა. ახლა არის მომენტი, რომ საქართველომ გადამწყვეტად იმოქმედოს, რათა გამოავლინოს თავისი მონდომება ამ ევროპულ გზაზე.“- წერს ჰარცელი.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)