|
2022-05-25 15:41:23, 1289 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - თუ ერთობა არ შეგვიძლია, დარჩენილ მცირე დროში მაინც გავჩუმდეთ, რომ ერთმანეთის ლანძღვით არ დავაზიანოთ პროცესი
მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს თუ ეს ერთობა არ შეგვიძლია, დარჩენილ მცირე დროში მაინც გავჩუმდეთ, რათა ერთმანეთის ლანძღვით და ბრალდებებით არ დავაზიანოთ პროცესი, რომლის დასრულებამდეც სულ რაღაც 4 კვირა დარჩა,- ასე ეხმაურება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე საკითხს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია. როგორც გახარიამ განაცხადა, ხელისუფლებას და ოპოზიციას კარგად უნდა ესმოდეს, რომ წარმატებული ქართული სახელმწიფოს მშენებლობის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას ვერავინ ვერავის ვერ გადააბრალებს. „დღეს, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, მიუხედავად ყველაფრისა! უნდა დავდგეთ ერთად! საერთო მიზნის მისაღწევად! ერთად დგომა და კომპრომისის უნარი არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვაკლია და რაც ჩვენს ევროპულ პერსპექტივას აზიანებს. შესაბამისად, უარი უნდა ვუთხრათ დაპირისპირებას, პირადი ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დაყენებას, მიდგომას - „ვინც ჩემთან არ არის, ქვეყნის მტერია". და როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხს - ვისწავლოთ ერთად დგომა! ამიტომაც, მივმართავ: - საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ვთხოვ ჩვენს ეკლესიას, გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად - მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი! თუ ეს ერთობა არ შეგვიძლია, დარჩენილ მცირე დროში მაინც გავჩუმდეთ, რათა ერთმანეთის ლანძღვით და ბრალდებებით არ დავაზიანოთ პროცესი, რომლის დასრულებამდეც სულ რაღაც 4 კვირა დარჩა. გამარჯვება და მარცხი ყველასია, პასუხისმგებლობა კი ხელისუფლების!“,- განაცხადა გახარიამ. გარდა ამისა, გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება თითოეული ჩვენგანის მარცხი და ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება. „არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ოპოზიციის თუ ხელისუფლების მხრიდან. გარწმუნებთ, რომ შედეგი ქვეყნის იზოლაცია იქნება. ჩვენს დავკარგავთ ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს. ყველაზე დიდი რისკი იქნება ის, რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს პირისპირ აღმოვჩნდეთ ოკუპანტთან ისე, რომ, ერთი მეგობარიც აღარ დაგვრჩეს. პოლიტიკურ კონტექსტში ეს ყველაზე დიდი რისკია“, - დასძინა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)