05:13 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 10:51:15, 777 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან ფართომასშტაბიანი შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის (ბატარეები და აკუმულატორები, საბურავები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები და ზეთები) მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან ფართომასშტაბიანი შეხვედრა გამართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დასანერგად საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 25 მაისს მიღებული ოთხი ტექნიკური რეგლამენტის (ნარჩენი ზეთების მართვის, საბურავების ნარჩენების მართვის, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის) ამოქმედების ვადების საკითხებზე იმსჯელეს.

„მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ოთხი ტექნიკური რეგლამენტი შედის ძალაში, რაც გულისხმობს, რომ მგვ-ს დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა 1 ივნისამდე, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე უნდა გაიარონ ავტორიზაცია მგვ-ის ელექტრონულ რეესტრში, ხოლო მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, ყველა იმპორტიორსა და დისტრიბუტორს აეკრძალება იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქციის ბაზარზე განთავსება, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები.

ჯერ კიდევ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების პროცესში, აქტიურად ვთანამშრომლობდით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და ვითვალისწინებდით მათ შენიშვნებსა და წინადადებებს. ვფიქრობ, კომპლექსური მიდგომებით, უდავოდ მივიღებთ პოზიტიურ შედეგებს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან მიღებული უნდა იყოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ტვირთად არ დააწვება და, ამავდროულად, ნარჩენების მართვის პროცესის ეფექტიან წარმართვაში მწარმოებლები პასუხისმგებლობას იგრძნობენ.

შეხვედრაზე სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ალვერდ ჩანქსელიანმა ხაზი გაუსვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ტექნიკური რეგლამენტების განხორციელების ვადებს და აღნიშნა, რომ ოთხი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადების შესრულება უმნიშვნელოვანესია, რისთვისაც სამინისტროს მიერ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა მწარმოებლების პოზიციების, შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების კუთხით.

შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, ბიზნესასოციაციისა და კერძო სექტორის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

მგვ-ის დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლებმა და იმპორტიორებმა დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ მითითებული ლინკი:

https://elibrary.mepa.gov.ge/Ge/Library/Details/7040?fbclid=IwAR3S038T_QNVP314vNQtnkKkeMfIoWjpSWOvGg6GfjjTFIwWYbKIU8eq7Bc

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics