06:09 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 10:43:39, 1151 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის გახსნას დაესწრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება. ზურაბ აზარაშვილი, ჟენევაში, მსოფლიო  ჯანდაცვის ასამბლეის გახსნას დაესწრო. რიგით 75-ე ასამბლეის მთავარი თემაა - “ჯანმრთელობა მშვიდობისთვის, მშვიდობა ჯანმრთელობისთვის”.

უწყების ცნობით, ჯანდაცვის მინისტრი ასამბლეაზე სიტყვითაც წარდგება. ზურაბ აზარაშვილთან ერთად ჟენევაში იმყოფება მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.

„ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. მინისტრმა ჰანს კლუგეს „ჯანმო“-ს მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების კუთხით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებასა და მათი ექსპერტების ჩართულობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics