|
2022-05-20 12:35:06, 1728 ნახვა
საზოგადოება
მაღალი ხარისხის ორთოპედიული პროდუქტები კომპანია “ახალ ხედვაში”
უკვე 10 წელია კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ პროდუქციას სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში თქვენ შეხვდებით ექსკლუზიური ბრენდების - Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Darco-ს,Bauerfeind-ის, Berger-ის და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას. MORSA CYBERG თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას, ის საქართველოში „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია. ამ და სხვა ცნობილი ბრენდების პროდუქციის გაცნობა დეტალური აღწერილობითა და ღირებულებით შეგიძლიათ საიტზე - www.akhalikhedva.ge. რა ორთოპედიული პროდუქტებია წარმოდგენილი "ახალ ხედვაში"? "ახალი ხედვის" მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია ორთოპედიული ფიქსატორების მრავალფეროვანი არჩევანი. ამ პროდუქტებს პაციენტები ტკივილის შემსუბუქების, სხეულის რომელიმე ნაწილის იმობილიზაციის, რეაბილიტაციის ან პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ. ფიქსატორი სახსრის მოძრაობის შეზღუდვას უწყობს ხელს და სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის არსებობს. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ვარიკოზის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტს. იქიდან გამომდინარე, რომ ვარიკოზი მთელ მსოფლიოში გავრცელებული დაავადებაა, ამ პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. მათ პაციენტები ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ ან დაავადების პრევენციის მიზნით ატარებენ.კომპრესიული ტრიკოტაჟი ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს და ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. აღსანიშნავია,რომ სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში მომხმარებლებს შვეიცარიული ბრენდის,Sigvaris-ის უმაღლესი ხარისხის წინდები დახვდება.Sigvaris უკვე 150 წელია არსებობს და დღეს გლობალური სამედიცინო ბაზრის ლიდერი კომპანიაა.ის ქმნის სხვადასხვა კომპრესიის, დიზაინის,ფერისა და სხვადასხვა ქსოვილისგან დამზადებულ ვარიკოზის წინდებს,რითაც ნებისმიერი მომხმარებლის ინტერესს სრულად აკმაყოფილებს. გარდა ამ პროდუქციისა,დიდი პოპულარობით სარგებლობს კომპანია “ახალი ხედვის” სუპინატორებიც, რომლებიც უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. მათ ადამიანები ტერფზე არსებული პრობლემების დროს იყენებენ. ბრტყელტერფიანობის გარდა, ეს პროდუქტი ეფექტურია ისეთი დაავადებების არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა: მაღალი თაღი, ვალგუსური და ვარუსული ტერფი, საყრდენი სახსრების პრობლემები, დიაბეტური ტერფი, ქუსლის დეზი, აქილევსის მყესის დაზიანება და სხვა მსგავსი პათოლოგიები. სუპინატორებს აქტიურად ატარებენ სპორტსმენები და ორსულებიც, რადგან ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ვენებში და აქრობს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას. ამ და სხვა ორთოპედიული პოდუქტების შეძენას თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “ახალი ხედვის” 13 ფილიალში შეძლებთ. მომხმარებლისთვის ასევე ხელმისაწვდომია ორთოპედიული პროდუქტების ონლაინ მაღაზიაში შეკვეთისა და საკურიერო მომსახურების სერვისიც.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)