07:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 11:48:11, 1208 ნახვა

საზოგადოება
”112”-მა საერთაშორისო ISO სტანდარტები დანერგა

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა ”112”-მა, როგორც ხარისხზე ორიენტირებულმა ორგანიზაციამ, წარმატებით დანერგა საერთაშორისო ISO სტანდარტები. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტანდარტი ISO 9001:2015-ის დანერგვა უზრუნველყოფს ცენტრის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც გამოიხატება მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებაში, პროცესების გამჭვირვალობასა და მონიტორინგის კიდევ უფრო ეფექტიანი სისტემის შექმნაში.

ISO 9001 წარმოადგენს ხარისხის მენეჯმენტის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებულ სისტემას. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტანდარტია, რომლის მიზანია ორგანიზაციის პროცესების ეფექტიანობისა და ხარისხის უზრუნველყოფა მომხმარებელსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.

სტანდარტი ISO 21001:2018 წარმოადგენს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლეს გამოცემას საგანმანათლებლო ორგანიზაციების მენეჯმენტსისტემების რეგულაციისათვის. აღნიშნული სტანდარტი ფოკუსირებულია საგანმანათლებლო ორგანიზაციების მენეჯმენტსისტემის გაძლიერებაზე, ასევე, მომსახურებისა და წარმოებული პროდუქტის ხარისხის ამაღლებაზე.

ISO 21001:2018-ის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში დანერგვა უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგების ხარისხის ამაღლებას, სასწავლო პროცესში ახალი მიდგომების დანერგვასა და კონკურენტუნარიანობას, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს მომავალი ოპერატორების რეკრუტირებისა და მომზადება/გადამზადების პროცესზე და აისახება ქოლ-ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics