|
2022-04-29 17:50:53, 1262 ნახვა
მსოფლიო
ნორვეგიამ რუსეთისთვის სახმელეთო და საზღვაო საზღვრები ჩაკეტა
ნორვეგიის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის აკრძალვას რუსეთიდან და ბელორუსიიდან სატვირთო მანქანების საზღვრის გადაკვეთაზე. შესაბამისად ნორვეგია-რუსეთის საზღვარზე ერთადერთი რეგულარული გამშვები პუნქტი სოფელ სტორსკოგში რუსეთის ფედერაციის სატვირთო მანქანებისთვის დაიკეტა. ამიერიდან რუსული გემები ვეღარ შევლენ ნორვეგიის პორტებში,- ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდმა განაცხადა. აღნიშნული შეზღუდვა არ იმოქმედებს მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ რუსული გემი ნორვეგიის პორტში სათევზაოდ შევა, ვინაიდან ნორვეგიის პორტებში მოძრავი ასეთი გემები მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 60%-ს შეადგენენ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი გეგმავს აკრძალოს რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი, ისევე როგორც რუსული სატვირთო მანქანებისა და გემების უმეტესობის აკრძალვა ბლოკში. რუსულ გემებს ასევე აეკრაძალა შესვლა ბულგარეთის, რუმინეთისა და იტალიის პორტებში, შემდგომში რუსეთის ფედერაციის საზღვაო ბლოკადას ესტონეთიც შეუერთდა. 18 აპრილს კი ევროკავშირის ყველა ქვეყნის პორტმა რუსული გემებისთვის წვდომა დახურა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)