|
2022-04-29 11:35:41, 945 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე რეაბილიტირდა
ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლების N19-20 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედანსა და სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, რეკრეაციული სივრცის საერთო ფართობი 5 100 კვ. მეტრია. დასასვენებელ სივრცეში შემორჩენილი იყო მხოლოდ ამორტიზებული ატრაქციონები. გარდა ამისა, დაზიანებული იყო ნოდარ ახალკაცის სახელობის ფეხბურთის მოედანი. განახლებული სპორტული მოედანი და სკვერი თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. „აღნიშნული რეკრეაციული პროექტის განხორციელება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო - როდესაც შევხვდით მოსახლეობას, დავპირდით, რომ ამ სივრცეს მოვაწესრიგებდით. დღეს, მეც ბედნიერი ვარ, რომ ადგილობრივებს ნორმალური დასვენების, პატარებს - ატრაქციონებზე გართობის შესაძლებლობა ექნებათ. ასევე, განახლდა სპორტული მოედანი, მოწყობილია დასასვენებელი სივრცეები, სასეირნო ბილიკები, სავარჯიშო სივრცე, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები. მინდა, მადლობა გადავუხადო ნაძალადევის რაიონის გამგეობას, ძალიან კარგი პროექტია. ასეთ პროექტებს აუცილებლად განვახორციელებთ ყველა რაიონში, ყველა უბანში, სადაც ეს შესაძლებელია. ქალაქს სჭირდება მეტი რეკრეაცია, მეტი მწვანე სივრცე, რათა არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ და ამასთან, ყველა თაობის ადამიანს შევუქმნათ დასვენების, გართობის, განტვირთვის შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, მოეწყო საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო სივრცე, დასასვენებელი პავილიონი, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა; დაირგო 600-ზე მეტი ნერგი და მოეწყო ბალახის საფარი; აგრეთვე, მიმდებარე ტერიტორიაზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და დაიგო ასფალტის საფარი. სტადიონისა და სკვერის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 775 348 ლარია, საგზაო სამუშაოების ღირებულება კი 63 934 ლარს შეადგენს. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე, მერთან ერთად, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან - მიხეილ ყაველაშვილთან და ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა.
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)