15:32 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 18:11:49, 1138 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰაიდი გრაუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს შვეიცარიის კონფედერაციის შესაბამის უწყებებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უახლოეს მომავალში შვეიცარიის იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის - კარინ კელერ-ზუტერის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და აღნიშნულის გათვალისწინებით არსებული გამოწვევები.

ვახტანგ გომელაურმა ელჩს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შვეიცარიის მტკიცე მხარდაჭერისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საია: სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება
ბულგარეთის საგარეო მინისტრი: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ოანა ცოიუ –საჯაროდ უნდა დავგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ითქვას ძალიან მკაფიოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics