|
2022-04-20 16:46:18, 905 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორსა და ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს, აქსელ ვან ტროტსენბურგს, ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა საქართველოსთან არსებული თანამშრომლობისთვის, რომელსაც წელს 30 წელი უსრულდება. მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი გლობალური პანდემიისა და პოსტ-COVID-19-ის პერიოდში, მსოფლიო ბანკის მხრიდან გაწეულ მხარდაჭერას. შეხვედრაზე მიმოიხილეს მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები, COVID-19-ის კრიზისის შედეგები და ეკონომიკური აღდგენის ტენდენციები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერასა და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს. გარდა ამისა, ისაუბრეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების თაობაზე. ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა ადამიანური კაპიტალის პროექტისთვის „შედეგზე ორიენტირებული პროგრამის" ე.წ. PforR (Program for Results) ინსტრუმენტის პირველად გამოყენებისთვის. როგორც მან აღნიშნა, რეფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის უარყოფითი შედეგების თანმიმდევრული შემსუბუქებისა და ჯანდაცვის, სოციალური და განათლების სფეროების ეფექტიანობის გაზრდისთვის. მხარეებმა დადებითად შეაფასეს პარტნიორობა განვითარების პოლიტიკის ოპერაციების (DPO) ფარგლებში, რასაც წვლილი შეაქვს ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაში. ქართულმა მხარემ მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებს გააცნო რეფორმების დღის წესრიგი, რომელსაც გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მომავალშიც განახორციელებს. თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა და ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურეს მსოფლიო ბანკის მზაობა, გაგრძელდეს ქვეყნის სრული მხარდაჭერა რეფორმების განხორციელების პროცესში. ამჟამად, საქართველოში მსოფლიო ბანკის პორტფელის საერთო ღირებულება 990 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
საია: სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება
ბულგარეთის საგარეო მინისტრი: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ოანა ცოიუ –საჯაროდ უნდა დავგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ითქვას ძალიან მკაფიოდ
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)