17:11 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 00:51:58, 2764 ნახვა

სხვადასხვა
დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები აფარებს თავს აზოვსტალის ქარხანას

დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს აზოვსტალის ქარხანას - ამის შესახებ, CNN-ს მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსმა მიხაილ ვერშინინმა განუცხადა.

„მათ [მოქალაქეებმა] იქ დააარსეს თავიანთი ცხოვრება, უზრუნველყოფდნენ თავს საკვებითა და წყლით. სამხედროები ხანდახან ეხმარებოდნენ. ამ ადამიანებს არ სურდათ და არ სურთ გარეთ გასვლა. მათ ესმოდათ, რომ აქ ცოცხლების დარჩენის მეტი შანსი აქვთ. მაგრამ ეს იყო იმ მომენტამდე, როდესაც რუსეთის ფედერაციამ დაიწყო საჰაერო თავდასხმების მუქარა." - ამბობს პოლიციის უფროსი.

აზოვის პოლკის მეთაური ვიდეომიმართვას ავრცელებს და მსოფლიო ლიდერებსა და ცივილიზებულ სამყაროს მარიუპოლიდან "მწვანე დერეფნის" მოწყობასა და მოსახლეობის ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

"მე ვარ აზოვის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო და მსოფლიო ლიდერებს მივმართავ. მარიუპოლში, ახლა, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს. მათ შორისაა ყველა ასაკის ადამიანი, ქალები, ბავშვები, მარიუპოლის დამცველების ოჯახები... ისინი "რუსული სამყაროსგან" დასაცავად თავს სარდაფებსა და ბუნკერებს აფარებენ. 

ერთადერთი თავშესაფარი მათ უკრაინელი ჯარისკაცების გვერდით იპოვეს, რომლებიც ქალაქს რუსი დამპყრობლებისგან დღემდე იცავენ. რუსმა საოკუპაციო ძალებმა ეს იციან, იციან მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ და ცეცხლსაც ქარხანაზე საკუთარი ნებით ხსნიან. " - აცხადებს დენის პროკოპენკო 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics