2022-04-15 14:33:13, 4131 ნახვა
კულტურა
„მე ვწუხვარ ბაღზე" - ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე პროექტს „თიბისი“ კონცეპტი მხარდაჭერით წარადგენს
საქართველოს ეროვნულ პავილიონს ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე პროექტი „მე ვწუხვარ ბაღზე" „თიბისი“ კონცეპტის მხარდაჭერით წარადგენს, „მე ვწუხვარ ბაღზე" თბილისში მცხოვრები და მომუშავე მხატვრების, მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ნამუშევარია. ის მოგვითხრობს დასასრულის წინათგრძნობაზე. დიდი ზომის ვიდეო ინსტალაციის და VR გამოცდილების საშულებით მნახველს ანთროპოცენის ეპოქის მაგიურ რეალიზმში იწვევს. ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების მოსალოდნელ ცვლილებებს მხატვრები ვირტუალური რეალობის ენაზე თარგმნიან, მედიუმის, რომელშიც ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობენ. VR გამოცდილების ცენტრალური სცენა გადაშენებული მცენარეების ბაღია. ვირტუალური ბაღი - ადამიანის ჩარევის შედეგად გამქრალ მცენარეებს აერთიანებს. აჩრდილების ბაღი, ეკოლოგიური კრიზისი, როგორც დასასრულის ერთ-ერთი ნიშანი. უკანასკნელ 250 წელიწადში დედამიწაზე, სხვადასხვა ადგილებში, 600-მდე მცენარე გაქრა. ვიდეო ნამუშევარში ვიზუალური რიგითობა წინასწარ განსაზღვრული არ არის და თვითგენერირებადია. ვიდეო-თამაშის პლატფორმაზე აწყობილი VR გამოცდილება ინტერაქციულია. "მე ვწუხვარ ბაღზე" მაყურებელს თხრობის მითო-პოეტური ფორმებით მოდელირებულ იმერსიულ გარემოში აქცევს. ეს არის პოეტური ნაწარმოები, რომელიც ტექნოლოგიური ეპოქით განპირობებული ახალი სურეალიზმის ენით დასასრულსა და დასაწყისზე გვესაუბრება. პროექტის, "მე ვწუხვარ ბაღზე" წარმდგენი პლატფორმაა „მდგომარეობებს შორის", მისი დამფუძნებლების: ვატო ურუშაძის, ხატია ჭოხონელიძის და გიორგი სპანდერაშვილის კურატორობით. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ პროექტს კურატორობას უწევს პლატფორმა, კურატორების ერთობა და არა ცალკეული კურატორი, როგორც აქამდე იყო მიღებული. „მდგომარეობებს შორის" - მულტიმედია სახელოვნებო პრაქტიკებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელიც მედია-ხელოვნებას, ტექნოლოგიებს, მეცნიერებას და თანამედროვე კულტურის სხვა სინთეზურ მოცემულობებს აერთიანებს. პლატფორმის ფუნქციონირების მთავარ პრინციპს კომპლექსური კურატორული მიდგომა წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ახალი გამომსახველობითი და რეპრეზენტაციული ფორმების კვლევას. "მდგომარეობებს შორის" 2018 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად მართავს ფართო მასშტაბის გამოფენებს, რითაც ხელს უწყობს საქართველოში ახალი მედია-ხელოვნების განვითარებისთვის კონტექსტის შექმნას www.inbetween.media. ექსპოზიციის დიზაინისა და არქიტექტურის მიმართულებით პროექტის გუნდი თანამშრომლობს კომპანიაა raumlaborberlin-თან, რომელიც მრავალი საერთაშორისო პრიზის, მათ შორის, 2021 წლის ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს ოქროს ლომის მფლობელია. საქართველოს ეროვნული პავილიონი საგამოფენო სივრცეში (Spazio Punch) კუნძულ ჯუდეკაზე, დამთვალიერებელს 2022 წლის 23 აპრილიდან 27 ნოემბრამდე უმასპინძლებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი, პავლიაშვილმა პროექტის „ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა
ლემი - ტრამპი უკრაინაში ომის დასრულების ისეთ გეგმას არ დაუჭერს მხარს, რომელიც უკრაინისთვის ხელსაყრელი არ იქნება
„საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან
|
ომი უკრაინაშილემი - ტრამპი უკრაინაში ომის დასრულების ისეთ გეგმას არ დაუჭერს მხარს, რომელიც უკრაინისთვის ხელსაყრელი არ იქნება
სიბიგა - უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას - მიწა მშვიდობის სანაცვლოდ
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE " style="margin-left:0%;margin-right:0%;" frameborder="0" allowfullscreen> აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციას და ხელისუფლებას ახალ არჩევნებამდე მისვლის გზებს სთავაზობს
დღის თემა
1000 დღე უკრაინაში ომის დაწყებიდან
მთავარი თემა
|