23:33 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-15 13:14:05, 1175 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი იაპონიის ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და იმამურა აკირამ ის პროექტები განიხილეს, რომლებიც COVID-19-ის ეფექტური მართვისთვის, იაპონიის მხარდაჭერით, საქართველოში განხორციელდა. ასევე, ისაუბრეს 2 ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობაზე.

ზურაბ აზარაშვილმა და იმამურა აკირამ, შეხვედრაზე, სამომავლო გეგმებიც განიხილეს. იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული, თუ  მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics