23:33 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 20:47:09, 1296 ნახვა

პოლიტიკა
ბუჩაში 8 ადამიანისგან დაკომპლექტებული საპარლამენტო დელეგაცია ჩავა

უკრაინაში 8 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება. უკრაინაში გაემგზავრებიან - ქართული ოცნების წევრები, დავით სერგეენკო და არჩილ თალაკვაძე, მოქალაქეების წარმომადგენელი, ლევან იოსელიანი, ასევე, ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი, გირჩის წარმომადგენელი - ვახტანგ მეგრელიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე და პარტია საქართველოსთვის წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი. 
ისინი უკრაინაში, სავარაუდოდ, ხვალ, 15 აპრილს გაემგზავრებიან. 
"სამწუხაროდ, დამრჩა განცდა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს საერთოდ დაავიწყდა რის გამო დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. ჩვენ ვსაუბრობთ გენოციდზე, ომის დანაშაულებზე, რომელიც ჩადენილია რუსეთის მხრიდან უკრაინაში. როდესაც ომში მყოფი ჭირისუფალი ქვეყანა გთხოვს, რომ ჩახვიდე, მემგონი აქ არ უნდა იყოს 2 აზრი. არის ვითარებები, როდესაც პატივი უნდა ვცეთ გარდაცვლილებს და ჭირისუფლებს, ამიტომ მივდივარ მე "ლელოს" მხრიდან ამ დელეგაციაში,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი.

"სტრატეგია აღმაშენებლიდან" კი, დელეგაციას ხათუნა სამნიძე შეუერთდება:

"ვწუხვარ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ დელეგაციას არ უერთდება, ჩემი აზრით, ეს სერიოზული შეცდომაა,"- აღნიშნავს "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics