2022-04-14 16:31:26, 4216 ნახვა
კულტურა
ოთარ შამუგია - სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, ვგეგმავთ მიწის კონსოლიდაციის საპილოტე პროექტის განხორციელებას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა სამინისტროს უწყებაში 2020 წელს შექმნილ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს საქმიანობაზე, რომლის უმთავრესი ფუნქცია მიწის ფონდის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და მიწის კადასტრის წარმოების მეთოდოლოგიის დანერგვაა, ამ მონაცემების საფუძველზე შეიქმნება მიწის ბალანსის განახლებადი მონაცემები. „დაინერგება სატელიტური მონიტორინგის სისტემა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2022-2024 წლებში განახორციელებს. ეტაპობრივად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები, რაც, დამეთანხმებით, უმნიშვნელოვანესი პროცესია. სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, ვგეგმავთ მიწის კონსოლიდაციის საპილოტე პროექტის განხორციელებას, რაც დაგვეხმარება ქვეყანაში ფრაგმენტირებული მიწის ნაკვეთების გასაერთიანებლად სტრატეგიული ხედვისა და ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა მინისტრმა. ოთარ შამუგიამ ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც სააგენტო ამ ეტაპზე ახორციელებს, ესენია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა და ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა. საძოვრების პროგრამის ფარგლებში, უკვე გამოქვეყნდა 116 საძოვრის მონაცემები სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან, საერთო ფართობით - 14786 ჰექტარი. მათზე განაცხადების რეგისტრაცია დაწყებულია და დასრულდება 26 აპრილს. აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (www.mepa.gov.ge) და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge). „პროგრამის მიზანი საძოვრების რაციონალურად გამოყენება და ფერმერებისთვის საძოვრების გადაცემის სწორი და სამართლიანი მექანიზმის შემოღებაა. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა საძოვრების მართვის პოლიტიკის დოკუმენტზე, რომელიც საფუძვლად დაედება საძოვრების მართვის ახალ საკანონმდებლო ბაზას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრის განცხადებით, 2021 წელს, აგრარულ საკითხთა კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობით, პარლამენტმა მიიღო კანონი ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ. დაწყებულია ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია, გასულ წელს ინვენტარიზაცია ჩატარდა თელავში, მიმდინარე წელს კი ჩატარდება საგარეჯოსა და მარნეულში. მთელი ეს პროცესი ქვეყნის მასშტაბით 2024 წელს დასრულდება, ხოლო შემდგომ იგეგმება ქარსაფარი ზოლების აღდგენა, რეაბილიტაცია, გაშენება, მართვის გეგმების შემუშავება და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მათი მდგრადი მართვის განხორციელება. ოთარ შამუგია: „სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან და ნორმებთან ჰარმონიზებული ახალი კვლევის მეთოდების დანერგვის პროცესი" „ბოლო წლებში, ლაბორატორიაში განახლდა 150 და დაინერგა 98 ახალი სტანდარტი. დაგეგმილია სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისთვის რეფერენს სტატუსის მიღება, რომელიც მოახდენს სადაო კვლევების გადამოწმებას. ამასთანავე, ლაბორატორია მონიტორინგს გაუწევს ქვეყანაში მოქმედ ლაბორატორიებს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვასა და პროფესიული გამოცდების ჩატარებაში”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია კვლევების ჩატარება თაფლის ყველა ხარისხობრივ მაჩვენებლებზე და ასევე, ძირითად უვნებლობის პარამეტრებზე, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი რეგულაციებით. როგორც მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს შესაძლებლობა, მეწარმეებმა ექსპორტის განსახორციელებლად საჭირო სანდო, ვალიდური კვლევები ადგილზე მიიღონ. თაფლი პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტია, რომლის ექსპორტიც საქართველოდან ევროპის ბაზარზე იქნა დაშვებული. ოთარ შამუგია: „ხარისხიანი სათესლე და სარგავი მასალის გამოყენება ხელს შეუწყობს სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებლების გაუმჯობესებას“ სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბებაზე, ადგილობრივ ბაზარზე ხარისხის დონის ამაღლებასა და მოსავლიანობის გაზრდაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში ისაუბრა. „სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანისთვის მაღალ დონეზე განვითარებისათვის განხორციელდება ხარისხიანი სათესლე და სარგავი მასალის გამოყენების ხელშეწყობის ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებლების გაუმჯობესებას. თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის სრულყოფილად ამოქმედების პარალელურად, დაიწყება მისი აღიარების პროცედურები საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში, რაც ადგილობრივ ბაზარზე ხარისხის დონის ამაღლებასთან ერთად, გახდება ექსპორტისა და ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 2021 წელს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე საერთაშორისო სტანდარტებით მოეწყო ეკრანული სათბურები, სადაც დაიწყო ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების პერსპექტიული ჯიშების საბაზისო კატეგორიის სადედე მასალის მიღება, რომლითაც მომარაგდება სანერგე ფერმერული მეურნეობები. „სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების კარგად ორგანიზებული სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებელს ხარისხიანი მასალით, რაც მოსავლიანობის და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის, კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველია, - აღნიშნა მინისტრმა. საქართველოში თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2015 წლიდან ახორციელებს. საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება. ოთარ შამუგია: „ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში სტაბილურად დამკვიდრდა აშშ, ჩინეთი და ევროპის ქვეყნები“ „ქართული ღვინოპროდუქცია წარმოდგენილი იყო ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, კონკურსსა და ფესტივალზე, საერთაშორისო ღვინის კონფერენციებზე, მოეწყო ათეულობით მედიატური ღვინის პროფესიონალებისთვის. ქართული ღვინის პოპულარიზაცია არ შეწყვეტილა პანდემიის პირობებშიც; გასულ წელს, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდებოდა ევროპის, ამერიკისა და აზიის მიმართულებით “ , - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს დაიწყო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ღვინის კომპანიების მიერ გაწეული მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებას სახელმწიფოს მიერ. „მარკეტინგული ხარჯებში იგულისხმება საერთაშორისო ბაზრებზე, სავაჭრო პარტნიორების მოძიების, სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ობიექტში შესვლის და გაყიდვების გაზრდისკენ მიმართული აქტივობები, დსთ-ს ქვეყნების გარდა“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელ წლებში 40-დან 60-მდე გაიზარდა საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია და ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში სტაბილურად დამკვიდრდა აშშ, პოლონეთი, გერმანია, ჩინეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ოთარ შამუგია: „ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, დარგში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა“ „ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები და რეფორმები, რაც ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის და მასზე მოთხოვნის ზრდას უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. შედეგად, 2021 წელს, ღვინის წარმოების მიმართულებით ისტორიული მაჩვენებლები დაფიქსირდა. საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. მინისტრის განცხადებით, ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია სტრატეგიულ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, ხორციელდება მარკეტინგულ ღონისძიებები. „ეს ქვეყნებია პოლონეთი, ამერიკის შეერთებულ შტატები, ჩინეთი, გერმანია, დიდ ბრიტანეთი, იაპონია და ბალტიისპირეთის ქვეყნები. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართული ღვინის ექსპორტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად გადააჭარბა 1 მილიონ ბოთლს. 2021 წელს 2020 წელთან შედარებით, პოლონეთში ექსპორტი გაიზარდა 34%-ით, ჩინეთში 29%-ით, გერმანიაში 28%-ით, ლატვიაში 19%-ით, ლიეტუვაში 45%-ით, 12%-ით იაპონიაში და 71%-ით დიდ ბრიტანეთში“, - აღნიშნა მინისტრმა. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), პავლიაშვილმა პროექტის „ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა
ლემი - ტრამპი უკრაინაში ომის დასრულების ისეთ გეგმას არ დაუჭერს მხარს, რომელიც უკრაინისთვის ხელსაყრელი არ იქნება
„საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან
|
ომი უკრაინაშილემი - ტრამპი უკრაინაში ომის დასრულების ისეთ გეგმას არ დაუჭერს მხარს, რომელიც უკრაინისთვის ხელსაყრელი არ იქნება
სიბიგა - უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას - მიწა მშვიდობის სანაცვლოდ
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE " style="margin-left:0%;margin-right:0%;" frameborder="0" allowfullscreen> აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციას და ხელისუფლებას ახალ არჩევნებამდე მისვლის გზებს სთავაზობს
დღის თემა
1000 დღე უკრაინაში ომის დაწყებიდან
მთავარი თემა
|