|
2022-04-03 19:57:23, 994 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში მომხდარ სამხედრო დანაშაულებს უარყოფს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიევის რეგიონის ოკუპირებულ ქალაქებში რუსი ჯარისკაცების მიერ ხოცვა-ჟლეტის ჩადენას უარყოფს. „კიევის რეჟიმის მიერ გამოქვეყნებული ყველა ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც თითქოსდა მოწმობს კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედრო მოსამსახურეების რაიმე სახის „დანაშაულზე“, არის მორიგი პროვოკაცია“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA. იმ პერიოდში, როცა ბუჩა რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლს ექვემდებარებოდა, არც ერთ ადგილობრივ მცხოვრებს არ განუცდია ძალადობრივი ქმედებები“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. უწყების დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ყველა რუსულმა ქვედანაყოფმა ბუჩა დატოვა 30 მარტს და ბუჩაში დანაშაულის მტკიცებულება მხოლოდ მე-4 დღეს გამოჩნდა. მანამდე რუსი სამხედროების ოფიციალურ ტელეგრამის არხზე სხვა არხიდან რეპოსტი გამოჩნდა, სადაც ქალაქში დაღუპული და დაკრძალული ცხედრების კადრებს „დადგმა“ უწოდეს. თანდართული ვიდეომასალა, უფრო დეტალური შემოწმების შემდეგ, არ ადასტურებდა ამ მტკიცებას. 1 აპრილს ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები განდევნეს. უკან დახევისას რუსებმა დანაღმეს სამოქალაქო ნაგებობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები და დასახლებული პუნქტები. 2 აპრილის საღამოს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ მთელი კიევის რეგიონი განთავისუფლდა რუსი დამპყრობლებისგან. უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებმაც კიევის ირგვლივ ყველა ტერიტორია დაიბრუნეს, აცხადებენ, რომ ქალაქებში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს პოულობენ. განთავისუფლებული ქალაქი ბუჩას მერმა თქვა, რომ 300 მცხოვრები დაიღუპა რუსული არმიის ერთთვიანი ოკუპაციის დროს, ხოლო მსხვერპლი ნახეს მასობრივ საფლავში, ზოგი კი, კვლავ ქუჩებში ეგდო.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)