02:06 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 21:22:59, 842 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს მონაცემებით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 25,08 პროცენტი შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 25,08 პროცენტი შეადგინა.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, ბათუმში საარჩევნო უბნებზე მივიდა 8 395 ამომრჩეველი (40.7%); ხოლო რუსთავსა და გარდაბანში – 31 892 (22.8%)

„უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი; ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ.

ხმის დათვლის პროცედურები დღეს 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ საკმაოდ მაღალია არჩევნებზე დამკვირვებელთა რაოდენობა- რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1590 დამკვირვებელი და 4 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებს 16 მედიაორგანიზაციის 679 წარმომადგენელი“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics