17:54 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-26 20:45:37, 6214 ნახვა

სხვადასხვა
რუსეთის მარიონეტი ბიბილოვი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის დასახმარებლად სამხედროებს აგზავნის

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის დასახმარებლად სამხედროებს აგზავნის.

ბიბილოვის მტკიცებით, "თუ ფაშიზმს არ ჩავახსობთ ახლა, მომავალში ის საფრთხეს შეუქმნის სამხრეთ ოსეთს".

"ჩვენმა სამხედროებმა ძალიან კარგად იციან, რომ მიდიან რუსეთის დასაცავად, მიდიან ოსეთის დასაცავად. დაბრუნდით გამარჯვებულები და ცოცხლები", - აღნიშნა ე.წ. პრეზიდენტმა და სამხედროების გამგზავრების ვიდეო გამოაქვეყნა.

 Эхо Кавказа-ს ცნობით, რუსეთმა უკრაინაში საომრად გაგზავნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მცხოვრები კონტრაქტორები, რომლებიც აქ მყოფ მე-4 გვარდიის სამხედრო ბაზაზე მსახურობდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჯავშანტექნიკის გადაადგილების კადრები, რომლებშიც ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები ოკუპირებულ რეგიონს ტოვებდნენ. ზოგიერთ კადრში ჩანს როკის გვირაბიც. 

ინფორმაცია ფაქტობრივად დაადასტურა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა მარიონეტმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ, რომელსაც საკუთარ Telegram-არხზე ასევე ჰქონდა გამოქვეყნებული კადრები. 

"ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა გაანადგურონ ნაცისტები, რომლებიც საკუთარ ერს ატერორებენ. ისინი ძალიან მოტივირებულები არიან, ბევრ მათგანს ვესაუბრე. მიდიან, რათა ჩვენს ძმებზე შური იძიონ!". – დაწერა კოკოითიმ Telegram-ის არხზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics