01:19 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 12:59:27, 789 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა  -  ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა   პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში  ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 „2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირთა მონიტორინგი. ამ მიზნით, მიღებულ იქნა შესაბამისი კანონმდებლობა და აქტიურად დაიწყო მისი აღსრულება. ამასთანავე, აღნიშნულ დანაშაულებზე მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა გამომძიებელთა  გადამზადება და ამ ეტაპზე 240 სპეციალიზებული გამომძიებელი უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის დანაშაულებების გამოძიებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, ასევე შეიქმნა საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია დაევალა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს“ ,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics