01:24 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-14 13:01:57, 854 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა „ტვ პირველის“ საინფორმაციოში რელსების ტენდერთან დაკავშირებით გაშუქებულ საკითხს ეხმაურება

საქართველოს რკინიგზა 13 მარტს ტელეკომპანია ,,პირველი"-ს საინფორმაციო გადაცემაში რელსების ტენდერთან დაკავშირებით გაშუქებულ საკითხს ეხმაურება. 

მათივე განმარტებით, საქართველოს რკინიგზამ კომპანია ,,უნი 2"-თან 2021 წლის, სექტემბრის დასაწყისში გააფორმა. 

"პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ტენდერი შედგა და ხელშეკრულება საქართველოს რკინიგზამ კომპანია ,,უნი 2"-თან 2021 წლის, სექტემბრის დასაწყისში გააფორმა.  დოკუმენტის თანახმად, შესასყიდად მოთხოვნილი პროდუქციის მოწოდება უნდა განხორციელდეს 450 დღის ვადაში. ტენდერი ორი წლის მარაგს ითვალისწინებს. პროდუქციის მოწოდება გეგმის მიხედვით ხორციელდება. 

დღეის მდგომარეობით, რელსების ჯამური რაოდენობის 65% კომპანიას რკინიგზისთვის უკვე მოწოდებული აქვს. მომწოდებელ კომპანიას რაიმე სახის შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებას ვერ ასრულებს, საქართველოს რკინიგზაში არ გაუკეთებია. ასეც რომ მოხდეს და მომწოდებელმა კომპანიამ დაარღვიოს ხელშეკრულების პირობები, ამოქმედდება საბანკო გარანტია და გამოცხადდება ახალი ტენდერი. კომპანიაში არანაირი საფრთხე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რკინიგზა რელსების გარეშე დარჩეს ამ ეტაპზე არ არსებობს." - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics