05:26 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-10 21:21:10, 903 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის თავდაცვა ამტკიცებს, რომ აშშ მუშაობს დაავადებების გადამტან ღამურებზე, ქართულ ლაბორატორიაშიც

რუსეთის ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის (РХБЗ) უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი აშშ-ს კვლავ ადანაშაულებს ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობაში, კერძოდ დაავადებების გადამტან ღამურებზე ცდების ჩატარებაში. მისი თქმით, მსგავსი კვლევები ტარდებოდა საქართველოშიც. 

"საინტერესოა პროექტი პ-781, რომელშიც ბიოლოგიური იარაღის ბიოაგენტების გადამტანად განიხილება ღამურები. კვლევების პრიორიტეტებია ბაქტერიულ-ვირუსული პათოგენები, რომელთა გადაცემაც შესაძლებელია ღამურების მიერ და იწვევს შავ ჭირს, ლეპტოსპეროზს, ბრუცელოზს, ასევე კორონავირუსებსა და ფილოვირუსებს. ყურადღების მიმპყრობია ის ფაქტი, რომ კვლევები ტარდება რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, შავიზღვისპირეთის რაიონში, კავკასიაში. პროექტი ორგანიზებულია არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ პენტაგონის მიერ კონტროლირებულ ქართულ ლაბორატორიებში, ვირჯინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტთან და აშშ-ს გეოლოგიური სამსახურთან კოოპერაციით", - ამბობს კირილოვი. 

რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინა ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს. განცხადება თავდაცის სამინისტროს ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა იგორ კონაშენკოვმა გააკეთა. მისი თქმით, უკრაინული ჯარები „ლაბორატორიებში ამზადებენ ბიოლოგიურ იარაღს, რომლითაც ისინი ადამიანებს ფრინველებისა და ქვეწარმავლების მეშვეობით აინფიცირებენ“ 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics