|
2022-03-09 14:19:25, 786 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და მათ სურვილს, იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში
„მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და მათ სურვილს, იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დედაქალაქის მერი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა რიგით მეშვიდე ეროვნულ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. „მინდა, გამოვეხმაურო უკრაინაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას. რასაკვირველია, ეს ყველას გვაშფოთებს და არ მეგულება ადამიანი, რომელიც მძიმედ არ რეაგირებდეს ყოველდღიურად გავრცელებულ კადრებზე, რომელიც უკრაინელი ხალხის ტრაგედიას ასახავს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს. რამდენიმე დღის წინ, როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ჩემს მოლდოველ კოლეგასთან ერთად, წერილით მივმართე კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს, სატელეფონო საუბარიც მქონდა მასთან. ასევე, სატელეფონო საუბარი მქონდა ხარკოვის მერთან, იგორ ტერეხოვთან. რასაკვირველია, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და მათ სურვილს, რომ იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში, სადაც არავინ დაუნგრევს სახლებს, ტყვიების წვიმაში არ მოხვდებიან მათი შვილები, სარდაფებში და ბომბსაცავებში არ მოუწევთ ღამეების გათენება. ვუყურებ ქალაქების დაბომბვის, ნგრევის კადრებს და ვფიქრობ, რომ ყველაფერს ეშველება, ყველაფრის აღდგენა იქნება შესაძლებელი, მაგრამ შეუძლებელია წართმეული სიცოცხლის დაბრუნება. სამწუხაროდ, ყოველდღიურად იზრდება რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა რიცხვი და ეს ყველაზე მტკივნეული და დამანგრეველია. მინდა, გულით ვუსურვო უკრაინელ ხალხს მშვიდობა და ქვეყნის აღდგენა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, უკრაინისა და მისი მოქალაქეების დახმარების მიზნით, საქართველო ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს. „გავაგრძელებთ უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერას. ვისაც შეგვიძლია, გვერდით დავუდგეთ. საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მეგობარი ქვეყნის თანადგომა, ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებს გამოუთქვა მხარდაჭერა. ისინი დღეს უზრუნველყოფილნი არიან, საცხოვრისით და საკვებით. ამაში ჩართულია დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე, რიგითი, მოქალაქეები, რისთვისაც მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)