|
2022-03-08 12:57:25, 609 ნახვა
საზოგადოება
დასავლეთ საქართველოში ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
დასავლეთ საქართველოში ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. - ამის შესახებ ინფრომაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორმა თეიმურაზ კაპანაძემ ურთიერთგაგების ორმხრივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული თანამშრომლობა, რომელსაც ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ჩაეყარა საფუძველი, დასავლეთ საქართველოში ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და მათზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. პროექტით დაგეგმილი აქტივობები ითვალისწინებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ სამედიცინო აპარატურისა და მოწყობილობების შეძენასა და გადაცემას ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის, რათა ამ უკანასკნელმა მის მმართველობაში არსებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და რუხის ჰოსპიტალში ონკოგინეკოლოგიური სერვისების გამართვა უზრუნველყოს. ამასთან, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ხსენებული ჰოსპიტლების შერჩეული სამედიცინო პერსონალისა და დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს. “საქართველოში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ამიტომ მოხარული ვარ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიზრდება როგორც ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხი სახელმწიფო ჰოსპიტლებში, ისე პრევენციული ღონისძიებების რაოდენობა სოფლის ამბულატორიებში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგთან პარტნიორობა საზოგადოებისთვის დადებით შედეგებს მოიტანს. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ინტერვენციის დაფინანსებისთვის“ – განაცხადა იან ბლინკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა. „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი სახელმწიფო კლინიკებისთვის მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რასაც მიმინარე პროექტის ფარგლებში ჩვენი კლინიკები მიიღებენ. ონკოგინეკოლოგიური სერვისების გამართვა, რაც ითვალისწინებს ჩვენი კლინიკების შესაბამის აღჭურვას და პერსონალის გადამზადებას, აჭარასა და სამეგრელოში მცხოვრები მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის ხარისხიან მკურნალობას. ასევე, გაიზრდება დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის შანსები, რაც შეამცირებს ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობის მაჩვენებელს. მადლობას ვუხდით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს და ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის მედევაკის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ეს პროექტი ხორციელდება.“ – განაცხადა თეიმურაზ კაპანაძემ, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორმა. "ოფიციალური მონაცემებით საქართველოში ყოველწლიურად ავთვისებიანი სიმსივნის დაახლოებით 10000-11000 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, რომელთგან 56% ქალებზე მოდის. საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს ტანის კიბო საქართველოში გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეების ათეულში შედის. დაავადების დაგვიანებით გამოვლენა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ადრეული დიაგნოსტიკა კი საწყის ეტაპზე მკურნალობის ეფექტიანობას ზრდის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი მიმართულია სკრინინგული სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, საქართველოს რეგიონებში გაწეული ონკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და კიბოს შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე. პროექტის ბიუჯეტი 205 000 ევროს შეადგენს, რომლის 70% ხსენებული სახელმწიფო კლინიკების აღჭურვაზეა მიმართული."- აღნიშნულია ინფორმაციაში. კონტაქტი • ნინა კოპალეიშვილი – ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პიარისა და კომუნიკაციების ოფიცერი, +995 598 94 00 04, nina.kopaleishvili@caritas.cz • ნათია სორდია – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, +995 577 177 117, sordianatia@gmail.com • თამარ კურტანიძე – ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი, +995 593 31 45 04, tamar.kurtanidze@caritas.cz
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)