03:04 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-07 16:35:34, 615 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში წყალარინების ქსელის მოწესრიგება მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირი N39, N35, N34, ბუდაპეშტის ქუჩა N 3ბ  და გამრეკელის ქუჩა  N1 კორპუსების ამორტიზებული კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია იუწყება.

ინფორმაციის მიხედვით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მილები და ჭები. აღნიშნულ მისამართებზე წლების განმავლობაში არ მოწესრიგებულა კომუნიკაციები.  პროექტის განხორციელების შემდეგ კი, კორპუსების მცხოვრებლებს არსებული პრობლემა მოუგვარდებათ.

„მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს, რისთვისაც ჯამში, 415 092 ლარია გამოყოფილი. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics