03:03 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-07 13:06:21, 893 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტა“ აგრძელებს მიმდინარე კამპანიას და ,უკრაინაში ჰუმანიტარული დანიშნულების გზავნილებს უფასოდ გზავნის

„საქართველოს ფოსტა“ აგრძელებს მიმდინარე კამპანიას და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირებისგან, უფასოდ გზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების გზავნილებს უკრაინის მიმართულებით. ჰუმანიტარული ამანათის გაგზავნის მიზნით, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრს საქართველოს მასშტაბით.

აღნიშნულ ეტაპზე, ფიზიკური პირებისგან მიღებული და გაგზავნილია 600-მდე გზავნილი, რომლის მოცულობაც შეადგენს 4 ტონას.

ასევე, ქართული კომპანიების სურვილითა და აწარმოე საქართველოს მხარდაჭერით, შეგროვდა 40 ტონა სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის, სასმელი და საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების ნივთები.

აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შეგროვდა უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთი, რომლის პირველი ნაწილი გაიგზავნა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics