06:08 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-07 11:13:54, 923 ნახვა

პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ვახტანგ გომელაურს ღია წერილით მიმართეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ღია წერილით მიმართეს.

ენმ-ს წევრები გომელაურისგან ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პირთა რაოდენობისა და მათ მიმართ გამოყენებული სანქციების ზომის თაობაზე ინფორმაციას ითხოვენ.

ბრიფინგზე"ნაცმოძრაობის წევრმა" ნონა მამულაშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთის პასპორტის მქონე მოქალაქეების შემოდინებას.

"დღეს საქართველოს მთავრობა წერს საქართველოს ისტორიის  სამარცხვინო გვერდს. მთელი ცივილიზებული სამყარო უკრინის გვერდით დგას და საქართველოს  სახელი მოიხსენიება რუსეთის და ბელორუსის გვერდით. დღეს, ჩვენ მივმართეთ წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში მასიურად შემოედინება რუსეთის პასპორტის მქონე მოქალაქეები და ამის კონტროლი არ ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ადამიანებში, სავარაუდოდ, შეიძლება იყოს დივერსანტები, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, გავარკვიოთ რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო და რა კონტროლის მექანიზმებია. 

ვთხოვთ გომელაურს, მოგვაწოდოს ინფორმაცია ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პირთა რაოდენობისა და მათ მიმართ გამოყენებული სანქციების ზომის თაობაზე. ეს იქნება იმის მაგალითი, რაც ნათლად დაგვანახეს რას აკეთებდა სახელმწიფო 2013 წლიდან დღემდე და რა ღონისძიებებს ატარებდა. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაგვცეს პასუხი როგორ მოხდება ამ შემოდინების კონტორლი და პრევენციას  მიმართავენ თუ გამოვლენილი იქნება დივერსანტები. - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა საგანგებო ბრიფინგზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics