06:07 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-06 11:18:04, 741 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ შამუგია წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია  წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგების პრობლემები არ არსებობს, ასევე, შეფერხება არ არის და სტაბილურად შემოდის ფქვილი.

მინისტრის განცხადებით, მიუხედავად აღნიშნულისა, ხორბლისა და ფქვილის იმპორტის მიმართულებით ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც წისქვილკომბინატები მუდმივად მუშაობენ.

ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის თავმჯდომარის, ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბლის მარაგებსა და ექსპორტს ამ ეტაპზე პრობლემები არა აქვს, თუმცა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, წისქვილკომბინატებს ალტერნატიული ბაზრებიდან იმპორტის შესაძლებლობა ექნებათ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics