03:02 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-05 14:37:58, 630 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კონტრაქტორი კომპანიები უკრაინის მოქალაქეებისთვის ერთიანდებიან

ჯორჯიან ბასი, ომნიბუსი, სმარტი, დანკინი, მეამა ქოლექთი, ბასკინ რობინსი,  მედ დიაგნოსტიკა, იუნიქი, კოფისტა, -  საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინიციატივით, ქუთაისის აეროპორტში არსებული ბიზნესები უკრაინის მოქალაქეებისთვის ერთიანდებიან.

"მარტის თვის ბოლომდე, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის მოქალაქის პასპორტის წარდგენისას ქუთაისის აეროპორტის კონტრაქტორი კომპანიები მათ გარკვეულ სერვისებს უსასყიდლოდ გაუწევენ.

უკრაინის ყველა მოქალაქეს, ვინც გადაადგილდება ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით, ან ჩამოფრინდება აეროპორტში და საქართველოს სხვა ქალაქში გეგმავს გამგზავრებას, ჯორჯიან ბასი და ომნიბუსი უფასო ტრანსპორტირებას შესთავაზებენ.

უკრაინის მოქალაქე მგზავრებისთვის ქუთაისის აეროპორტში ხელმისაწვდომი იქნება უფასო ტესტირებაCOVID 19-ზე, უფასო ცივი, ცხელი სასმელები და საკვები. 

აქციის დეტალებთან დაკავშირებით, რომელიც საგანგებოდ უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინიციატივითა და მისი პარტნიორი კომპანიების უშუალო ჩართულობით დაიგეგმა, გთხოვთ მიმართოთ ქუთაისის აეროპორტის ქოლ ცენტრს 0431237000. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, ამ უმძიმეს დღეებში სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინის მოქალაქე მგზავრებს მაქსიმალურად ეხმარება. " - ნათქვამია ინფორმაციაში. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics