|
2022-03-05 02:59:02, 904 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკიმ ნატო მკაცრად გააკრიტიკა - საწვავით ვერ გამოისყიდით ჩვენს სისხლს
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა ნატო-ს გადაწყვეტილება, არ გამოცხადოს უკრაინის ცა არასაფრენ ზონად. „დღეს შედგა ნატოს სამიტი. სუსტი სამიტი, დაბნეული სამიტი. სამიტი, რომელიც აჩვენებს, რომ ევროპისთვის თავისუფლებისთვის ბრძოლას ყველა არ თვლის ნომერ პირველ მიზანად. ნატო-ს ქვეყნების ყველა სადაზვერვო სამსახურმა კარგად იცის [რუსეთის] გეგმები. მათ ასევე დაადასტურეს, რომ რუსეთს სურს, განაგრძოს შეტევა, როგორც შეუძლია. ცხრა დღეა, ჩვენ ვხედავთ მძიმე ომს — ანგრევენ ჩვენს ქალაქებს, ბომბავენ ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს, საცხოვრებელ ადგილებს, ეკლესიებს, სკოლებს, ანგრევენ ყველაფერს, რაც უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრებას, ადამიანურ ცხოვრებას და უნდათ ასე გააგრძელონ. იცოდა რა, რომ ახალი დარტყმები და მსხვერპლი გარდაუვალია, ნატომ მიიღო გაცნობიერებული გადაწყვეტილება, არ დაეხურა ცა უკრაინის თავზე“, — განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ნატო-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, თითქოს უკრაინის თავზე ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას ნატო-ს წინააღმდეგ. „ეს არის სუსტი, შინაგანად დაუცველი ადამიანების თვითჰიპნოზი, თუმცა ისინი ჩვენზე მრავალჯერ ძლიერ იარაღს ფლობენ. ადამიანებზე, ადამიანობაზე უნდა გეფიქრათ. და რაზე ფიქრობდით იმ შეხვედრაზე? ყველა ადამიანი, ვინც ამ დღიდან დაიღუპება, მოკვდება თქვენ გამოც, თქვენი სისუსტის გამო, თქვენი განხეთქილების გამო“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ალიანსმა დღეს რაც შეძლო, 50 ტონა დიზელის საწვავი უკრაინისთვის შესყიდვა იყო. „როგორც ჩანს, იმისთვის, რომ დავწვათ ბუდაპეშტის მემორანდუმი. უკეთ რომ დაიწვას. მაგრამ ჩვენთვის ის უკვე დაიწვა რუსული ჯარების ცეცხლში. განა, ასეთი ნატო გვინდოდა? ეს არის ალიანსი, რომელიც თქვენ ააშენეთ? დღეს ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების შემდგომ დაბომბვებს, რადგან უარი თქვა არასაფრენი ზონის შემოღებაზე. ლიტრობით საწვავით ვერ გამოისწყიდით ჩვენს ერთ ლიტრ სისხლს, დაღვრილს ჩვენი საერთო ევროპისთვის, ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის, ჩვენი საერთო მომავლისთვის“, — განაცხადა ზელენსკიმ.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)