04:03 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 12:26:50, 558 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღებისკენ მოუწოდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს თავიანთი საქმიანობის კანონიერად განხორცილებისა და ლიცენზიის აღებისკენ მოუწოდა.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჯარიმის თავიდან ასაცილებლად, B კატეგორიის ტაქსების მძღოლებმა საქმიანობის ნებართვა კანონმდებლობის შესაბამისად უნდა აიღონ.

„იცით, რომ გვყავს A და B კატეგორიების ტაქსების მძღოლები. A კატეგორია არის თეთრი ფერის ტაქსი, შესაბამისი მანიშნებლით, რომელიც ქალაქში გადაადგილდება. არსებობენ ასევე, B კატეგორიის ტაქსები, რომელთაც არა აქვთ მანიშნებელი - შეიძლება ჩართული იყვნენ აპლიკაციებში და ემსახურებოდნენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ტაქსით გადაადგილდება, თუმცა, შესაბამისი ლიცენზია საჭიროა B კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვისაც. რა თქმა უნდა, კონტროლი, რომელიც ყოველთვის იყო ამ მიმართულებით, გამკაცრდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მათ, ვინც ამ სერვისს ეწევა, რომ ლიცენზიების აღება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ულიცენზიოდ საქმიანობა გამოიწვევს დაჯარიმებას. რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს მათი  დაჯარიმება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ ლიცენზია, რომლის მიღება მუნიციპალიტეტში ძალიან მარტივია. სანებართვო მოსაკრებელი 100 ლარია, ჰიბრიდის შემთხვევაში - 50 ლარი, ხოლო ელექტრომობილის შემთხვევაში, ნებართვა უფასოა. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გაიხდით თავს დასაჯარიმებლად, აიღეთ ნებართვა და თქვენი საქმიანობა განახორციელეთ კანონიერად“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ტაქსების რეფორმის ფარგლებში, რომელსაც მუნიციპალიტეტი 2019 წლიდან ახორციელებს, ზაფხულისთვის შემდეგი ეტაპი ამოქმედდება, რომელთან დაკავშირებითაც, საზოგადოება დეტალურ ინფორმაციას მიიღებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics