04:03 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 23:20:37, 692 ნახვა

საზოგადოება
აჭარა უკრაინის დამეგობრებულ რეგიონებს და ქალაქებს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უკრაინის დამეგობრებული ოლქების და ქალაქების დასახმარებლად ფინანსური დახმარება გამოიყოფა. ამბის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული თანხით მოხდება სამედიცინო დახმარების საგნების, მედიკამენტების შესყიდვა და უკრაინული მხარისთვის გადაცემა. აჭარის მთავრობას აქვს აქტიური კომუნიკაცია დამეგობრებულ უკრაინულ რეგიონებთან  და ჰუმანიტარული ტვირთის შეძენაც მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება.

,,მეგობარი უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარების პროცესში ჩაერთვებიან ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო. აჭარის მუნიციპალიტეტების მერიების მხრიდან გამოიყოფა ფინანსური რესურსები უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთების შესაძენად.

აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და მუნიციპალიტეტებიდან 200 ათასი ლარის მობილიზება განხორციელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს დაევალა უკრაინელი ვიზიტორების მასპინძლობისა და სხვადასხვა სერვისებით უზრუნველყოფა", - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics