13:06 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 22:39:26, 4005 ნახვა

სპორტი
FIFA-მ და UEFA-მ რუსეთის ყველა საფეხბურთო კლუბსა და ეროვნულ გუნდს შეჯიბრებში მონაწილეობა შეუჩერა

ფიფამ და უეფამ  რუსეთის ყველა საფეხბურთო კლუბსა და  ქვეყნის ეროვნულ გუნდს  შეჯიბრებში მონაწილეობა შეუჩერეს.

შესაბამისი გადაწყვეტილებები დღეს ფიფას საბჭომ და უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღეს, იუწყება უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

"ფეხბურთი აქ არის სრულიად ერთიანი და სრული სოლიდარობით უკრაინაში ყველა დაზარალებულთან. FIFA-ს და UEFA-ს პრეზიდენტები იმედოვნებენ, რომ სიტუაცია უკრაინაში მნიშვნელოვნად და სწრაფად გაუმჯობესდება", - ნათქვამია წერილში.
"გარდა ამისა, უეფა წყვეტს სპონსორობის კონტრაქტს რუსულ გაზის მონოპოლურ გაზპრომთან.
გადაწყვეტილება ძალაშია დაუყოვნებლივ და ვრცელდება ყველა არსებულ ხელშეკრულებაზე, მათ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, უეფას ეროვნული ნაკრების შეჯიბრებებზე და ევრო 2024-ზე." - ნათქვამია განცხადებაში.
FIFA-მ წინა დღეს აკრძალა რუსეთის დროშისა და ჰიმნის გამოყენება საერთაშორისო მატჩებში, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საფეხბურთო კავშირის გუნდები უკრაინაში მისი სამხედრო შეჭრის გამო.
მანამდე, 25 თებერვალს, უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოერთვას რუსეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიმინალური დაჯგუფება სისტემატურად ძალავდა ბიზნესმენს ფულს, უარის შემთხვევაში ბიზნესის რეკეტით და ჯანმრთელობის განადგურებით ემუქრებოდნენ
„SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის ბრენდების ფალსიფიციას ახდენდნენ საცხოვრებელ სახლში
პენტაგონი: ირანში კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი სამხედროების რიცხვი 19-მდე გაიზარდა
თვეების განმავლობაში მიმდინარე დავის შემდეგ, ტრამპმა დანიასთან და გრენლანდიასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics