|
2022-02-28 17:00:03, 621 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივად მხარს დაუჭერს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სხვადასხვა მიმართულებებს
ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს მთავრობასთან ერთად, კრიზისის დაწყების პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების პროცესში. მისი თქმით, საქართველო ამ ნაწილში არის სოლიდარული და ცალსახად, მკაფიოდ დგას სიმართლის მხარეს. მინისტრმა მედიასთან ისაუბრა ამ კუთხით ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმე მიმართულებაზე, მათ შორის „საქართველოს ფოსტისთვის" მიცემულ დავალებაზე, განახორციელოს გზავნილების უფასოდ მიწოდება უკრაინაში. მისივე ინფორმაციით, ასევე სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" დაიწყო ორგანიზებულად ბიზნესთან კომუნიკაცია, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია მიეწოდოს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს - ეს ღონისძიება უკვე დღეიდან შედის ძალაში, თუმცა, წინა პერიოდში, რამდენიმე დღე მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები. „ასევე ტრანსპორტის კუთხით, როდესაც უკრაინულ გემებს პორტში შესვლის პრობლემა შეექმნათ, ჩვენ მათ ყველანაირი ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ, მათ შორის ფინანსური რესურსებით. დახმარება და ჰუმანიტარული მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან გაგრძელდება, საქართველო ამ ნაწილში არის სოლიდარული და ვდგავართ მკაფიოდ, ცალსახად სიმართლის მხარეს. ეკონომიკის სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს და რა თქმა უნდა, ვიქნებით ერთსულოვანი საქართველოს მთავრობასთან ერთად" - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)