04:04 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 16:35:18, 452 ნახვა

საზოგადოება
მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე დანახარჯის შემცირების მიზნით ცვლილებები ეტაპობრივად ამოქმედდება

პირველი მარტიდან, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტისთვის, რეცეპტის გამოწერა, მატერიალური სახით (ქაღალდზე), აღარ მოხდება და დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა. -  ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მეორე ჯგუფის მედიკამენტები  რეცეპტით გაცემას 2014  წლიდან  ექვემდებარება. აქამდე დოკუმენტი იწარმოებოდა როგორც მატერიალურად, ასევე ელექტრონული სახით.

"აღნიშნული ცვლილების მიზანი  ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობა და მედიკამენტების ფასების შემცირებაა. გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას, გარკვეული ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვისას მოქმედებს გამონაკლისი და პრეპარატების გაცემა ხდება რეცეპტის გარეშე. ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხა შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე -  (აქ ჩამონათვლის ლინკი ჩაისმება) 
ასევე აღსანიშნავია, რომ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, მომდევნო ეტაპზე, მედიკამენტების გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. 

აღნიშნული ცვლილებების მიზანი, ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი გარემოს სრულყოფაა, რაც ფარმაცევტული ბაზრის  გამჭვირვალობას, მედიკამენტებზე სამართლიანი ფასების დაწესებას განაპირობებს და პოლიფარმაციის ანუ წამლების ჭარბად დანიშვნის კონტროლს გაამკაცრებს." - წერია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics