08:57 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-25 11:48:26, 799 ნახვა

პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის საკითზე ოპოზიციის მიერ მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაშალა

„ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაშალა.

რიგგარეშე სხდომაზე, რომლის გამართვასაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა, ოპოზიციის მოთხოვნით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვისაც უნდა მოესმინათ. 

რიგგარეშე სხდომის გახსნისთვის 76 დეპუტატის რეგისტრაციიაა საჭირო, „ქართული ოცნების“ არმისვლით კი კვორუმი ვერ შედგება და შესაბამისად, სხდომა ჩაიშლება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მოთხოვნილი სხდომის დღის წესრიგი პარლამენტის რეგლამენტთან შეუსაბამოა. 

„საპარლამენტო უმრავლესობამ წერილობით მომმართა და ამ მიზეზების აღწერასთან ერთად პარლამენტს აცნობა, რომ უმრავლესობის წევრი 82 დეპუტატიდან არცერთი არ დაესწრება სხდომას. შესაბამისად, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა დარჩენილია 61 დეპუტატი, არსებული მოცემულობით, თეორიულადაც გამორიცხულია სხდომის გახსნისთვის საჭირო 76 დეპუტატის მიერ რეგისტრაციის გავლა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics