08:58 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 19:45:29, 743 ნახვა

პოლიტიკა
„პასუხი პუტინს“ - რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

„პასუხი პუტინს“ - ამ სლოგანით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის მიმართულებით დაიძრნენ. 

აღნიშნული აქცია-მსვლელობა პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მას შემდეგ დაანონსა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics