09:41 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 15:08:04, 644 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მადლობა ზურაბიშვილს სიმართლისთვის - რომ საბუთები, რომლებიც ჩემსა და ჯანაშიას უდანაშაულობას ამტკიცებდა, უბრალოდ მოპარულია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებზე, გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთებულ განცხადებას  პასუხობს.

სააკაშვილის მიმართვაში, პრეზიდენტ ზურაბიშვილს სიამართლის თქმისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ის საბუთები, რომელიც მის და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას ამტკიცებდა პრეზიდენტის ადმინსიტრაციიდან მოპარულია.

"მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის - რომ საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.

ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მე მას ვემუქრებოდი. რანაირად უნდა დაემუქროს ვინმეს უუფლებო ტყვე? უბრალოდ გავაფრთხილეთ, რისი გამკეთებელია არსებული რეჟიმი.

ყველა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მადლობა ძირითად საკითხზე სიმართლის თქმისთვის.

გაირკვა, რომ თვითონ მოიპარეს დოკუმენტები და ახლა ეს ქურდები მე მასამართლებენ!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics