|
2022-02-12 11:52:32, 699 ნახვა
საზოგადოება
უკანონოდ მოპოვებული და ჩამორთმეული ხე-ტყის რეალიზაციას ეროვნული სატყეო სააგენტო განახორციელებს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით უკანონო ხე-ტყის დაუყოვნებლივი განკარგვის წესი განისაზღვრა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანო ვალდებულია, სახელმწიფო ტყისა და დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) აღმოჩენილი ან დროებით ჩამორთმეული უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარე (ხე-ტყე, მერქნიანი ხე-მცენარე, მერქნიანი მწვანე ნარგავი), დაუყოვნებლივი გასხვისების მიზნით გადასცეს ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - აჭარის სატყეო სააგენტოს. “ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ნივთიერი მტკიცებულების (მერქნიანი მცენარის) გასხვისების მიზნით ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - აჭარის სატყეო სააგენტოსთვის გადაცემა. ჩამორთმეული უკანონო ხე-ტყის მოცულობა, ყოველწლიურად, საშუალოდ, 5 ათას კუბურ მეტრს შეადგენს. მათგან დაახლოებით 3 500 კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყის განკარგვა ვერ ხერხდებოდა. ახალი კანონმდებლობა უკანონო ხე-ტყის დაუყოვნებლივი განკარგვის წესს განსაზღვრავს, რაც აღნიშნულ პრობლემას საბოლოოდ გადაჭრის. ცვლილების განხორციელებამდე, ჩამორთმეული ხე-ტყის სახელმწიფოს მიერ რეალიზება ვერ ხერხდებოდა შესაბამის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც ამ რესურსს გამოუსადეგარს ხდიდა, რადგან დაკარგული ჰქონდა სასაქონლო ღირებულება; მისი დიდი ნაწილის რეალიზება ან საერთოდ ვეღარ ხდებოდა, ან ხდებოდა გაცილებით დაბალ ფასში“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)