09:29 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-07 13:32:02, 758 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 11 თებერვლამდე თოვლი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსი იქნება.

9 თებერვალს დღის ბოლოდან 11 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 10 თებერვალს დღის საათებში დაბლობსა და ბარში  +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 8 თებერვალს  უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 9-10 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა  დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics