|
2022-02-01 19:42:35, 567 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - „ოცნებას“ არ აღმოაჩნდა გამბედაობა მოძალადეს მოძალადე უწოდოს, ამით კი, მსოფლიოში თავისი რეალური სახით წარსდგა
„მმართველ გუნდს არ აღმოაჩნდა გამბედაობა, მოძალადეს მოძალადე უწოდოს. ამით კი, მსოფლიოს წინაშე თავისი რეალური სახით წარსდგა“, - ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები ნამდვილათ თავისუფლების მხარეს რომ იდგნენ, საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეს მხარს შესაბამისად დაუჭერდნენ. „თქვენ, რომ თავისუფლების მხარეს იდგეთ, როგორ გაბედავდით, დღეს, როდესაც რუსეთი ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, მოძმე ხალხს ახრჩობს, რომელიც საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვის, საქართველოს პარლამენტში წარგედგინათ რეზოლუცია, სადაც მოძალადეზე არაფერი არის ნათქვამი. როგორც სოროდან გამოჰყავს დამალული ცხოველი, როდესაც შეუნთებენ ცეცხლს, აი ასე დაემართა დღეს „ქართულ ოცნებას“ და ეს ძალიან მიხარია, რადგან ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ვინ მართავს ამ ქვეყანას. რუსეთის მიერ დაწყებულმა მორიგმა აგრესიამ თქვენ გაიძულათ, რომ ჩამოიხსნათ თქვენი ნიღბები და მთელი მსოფლიოს წინაშე წარსდგა „ქართული ოცნება“ მისი რეალური სახით. რა არის ეს რეალური სახე - ჩასაფრებული, მშიშარა და საკუთარი ქვეყნის არმოყვარული ხალხი, რომელიც ელოდება - აბა, ვნახოთ, რით დასრულდება. გაიმარჯვებს კი თავისუფლება? თუ არ გაიმარჯვებს, პირველი ჩვენ დავუკრავთ ტაშს გამარჯვებულს, მთავარია, რომ გამარჯვებულის მხარეს ვიყოთ. ეს არის იმ რეზოლუციის ტექსტი, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ. ჩემთვის ძალიან დიდი პოლიტიკური ტვირთია, რომ ხვალ კოლეგებთან ერთად გავემგზავრები კიევში, სადაც გვექნება შეხვედრა და მომიწევს მათთვის ახსნა, რომ აქ, ამ დარბაზში, პოლიტიკურ გუნდს, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას მართავს, არ აღმოაჩნდა გამბედაობა იმისთვის, რომ მოძალადეს უწოდოს მოძალადე მაშინ, როდესაც ჩვენ პირდაპირ მოგვმართეს თხოვნით ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა და აქ არ გამოგივათ იგნორირება იმ მოწოდების, რომელიც ჩვენ მყარად მოვისმინეთ ჩვენი კოლეგებისგან - რადას მიმართვას ვგულისხმობ“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)