|
2022-01-29 16:24:50, 1062 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით სტრატეგიას ორშაბათს წარადგენს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტია ერთიან სტრატეგიას, რომელიც მოიცავს მომავალ სამოქმედო გეგმასა და აქტუალურ გადაწყვეტილებებს, ორშაბათს წარმოადგენს. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, პარტიისთვის იწყება ძალიან აქტიური სეზონი, როდესაც პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თავისუფლება. მისივე თქმით, სტრატეგიის შემუშავებისას პარტია იყო ერთიანი და სტრატეგია მოიცავს როგორც საპარლამენტო, ასევე პარტიულ მუშაობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. „მოგახსენებთ, რომ ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი მსჯელობა, მათ შორის, ეს არ იყოს პირველი შეხვედრა, როდესაც ფრაქცია მსჯელობდა ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე და ეს გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ეხება არა მხოლოდ ფრაქციის სტრატეგიას, არამედ პარტიის სტრატეგიას მთლიანად ანუ რა გვაქვს ჩვენ სტრატეგია, რა არის ჩვენი ამოცანები, როგორი უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიურობები იმისთვის, რომ პარტიაც, ფრაქციაც, საზოგადოების ყველა წევრი გააქტიურდეს გაზაფხულზე, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ვიბრძოლოთ ამისთვის. ამიტომ მოგახსენებთ, რომ დღეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -ძალა ერთობაშია“ და პრაქტიკულად ყველა წევრი იქნა ამ გადაწყვეტილების მიღების მიმდინარეობაში ჩართული. მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორი იქნება ჩვენი პარტიული და ფრაქციული სტრატეგია გაზაფხულზე და თქვენ იცით, რომ ახლა ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი იწყება. ეს იქნება ფართო სტრატეგია, რომელსაც მე პირადად ორშაბათს წარმოგიდგენთ, მათ შორის, საპარალამენტო, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩამოვყალიბდით და ეს იქნება ძალიან აქტიური სეზონი, როდესაც პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს, პირველი ეს უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მის მიმართ არაადამინური, ღირსებაშემლახავი მოპყრობის სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ინსტრუმენტის მხილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე აქტიურობები, აქციები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ ყველა ფრონტზე და ეს აქტიურობა უნდა იქნას წარმოდგენილი არა მხოლოდ კონკრეტულად პოლიტიკური საქმიანობით, არამედ ფართო სპექტრით ჩვენს ამომრჩეველთან და ადამიანებთან მუშაობით. ეს უნდა იყოს ყველა ველზე მუშაობა, ძალიან აქტიურები არიან ჩვენი წარმომადგენლები რეგიონებში,“- განაცხადა დეკანოიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)