|
2022-01-24 12:19:18, 994 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭო - საქართველოს გენპროკურატურის სპეციალიზირებული დანაყოფი ეფექტიანად იძიებს ფულის გათეთრების პოტენციურ დანაშაულებს
ევროპის საბჭომ ფულის გათეთრების დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ქართული სამართალდამცავი უწყებების ეფექტიანობას მორიგი პოზიტიური შეფასება მიანიჭა. ინფორმაციას საქართელოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. როგორც შეფასებაშია აღნიშნული, სამართალდამცავი უწყებები, განსაკუთრებით კი საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალიზირებული დანაყოფი, ეფექტიანად იძიებს ფულის გათეთრების პოტენციურ დანაშაულებს ფართო საგამოძიებო ტექნიკის გამოყენებით. ევროპის საბჭოს ,,ვარშავის კონვენციის“ კომიტეტის შეფასების მიხედვით, საქართველო ერთ-ერთია იმ ჩვიდმეტ ქვეყანას შორის, რომელსაც სრულად აქვს იმპლემენტირებული ,,დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნები ფულის გათეთრების დანაშაულებზე იურიდიული პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით და საქართველოს სისტემის ეფექტიანობა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილია. შეფასების თანახმად, საქართველოს პროკურატურა და სხვა სამართალდამცავი ორგანოები დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე კადრებით. უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოებს აქვთ ადეკვატური რესურსები და წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა გამოძიების ეფექტიანად წარმართვისთვის. მათ გააჩნიათ მრავალფეროვანი საგამოძიებო უფლებამოსილება, რაც მათი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების საშუალებას აძლევს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველომ ანალოგიურად პოზიტიური შეფასება დაიმსახურა ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) მეხუთე რაუნდის შეფასების პროცესში. ფულის გათეთრების დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და უწყება შემდგომშიც განაგრძობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით ქმედითი ღონისძიებების გატარებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)