18:27 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-20 17:34:06, 683 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილი – შეიქმნა საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტი, ვითხოვთ საკონსტიტუციო ცვლილებებს

დღეს შეიქმნა საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტი, რომელშიც 40-ზე მეტი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია გაერთიანდა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტის დეკლარაციას აქვეყნებს, რომლის მთავარი მოთხოვნაც საკონსტიტუტციო ცვლილებების განხორციელებაა, რათა საქართველო ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადდეს.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პოლიტიკური ძალადობის , არჩევნების გაყალბებისა და ფარული გარიგებების გზით, საქართველოში ფაქტობრივად ჩამოყალიბდა ორხელისუფლებიანობა, რამაც ოპონენტებს დაუტოვა მხოლოდ ქუჩის პოლიტიკის არეალი.

ერთი მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მეორე მხრივ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაერთიანებული პარტიები არაფრად აგდებენ კანონს და პოლიტიკური პროცესი გადააქციეს იაფფასიან თეატრალიზებულ სანახაობად, რასაც თან ახლავს ფარული გარიგებები, ამერიკელი და ევროპელი ლობისტებისა და პოლიტიკოსების თანამონაწილეობით. ყოველივე ეს არა მხოლოდ შეურაცხყოფს ქართველ ხალხს, არამედ ქვეყანას უსპობს განვითარების ყოველგვარ პერსპექტივას.

ჩვენთვის სრულიად ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 10 წელმა და „ქართული ოცნების“ 9 -წლიანმა მმართველობამ უაღრესად უარყოფითი გავლენა მოხადინა არაერთი თაობის ცნობიერებაზე. ახალგაზრდებში მიზანმიმართულად ამკვიდრებენ რწმენისადმი აგდებულ დამოკიდებულებას, სამშობლოსადმი გულგრილობას, ქართული ტრადიციებისა და ზნეობისადმი უპატივცემულობას. ქვეყანაში ჩამოყალიბდა პოლიტიკური განუკითხაობა, მწვავე ეკონომიკური კრიზისი და დიდი სოციალური უთანასწორობა. აქვე უნდა განვაცხადოთ, რომ მოსახლეობის 60% მეტი უკიდურეს სიღარიბეშია და მომავლის პერსპექტივა დაკარგა.

ამ დეკლარაციაზე ხელის მომწერნი, ვაერთიანებთ ჩვენს ადამიანურ, ორგანიზაციულ, საინფორმაციო, ფინანსურ, ფიზიკურ და ჩვენს ხელთ არსებულ სხვა რესურსებს, ვირჩევთ მიზანმიმართული და შეურიგებელი ბრძოლის გზას, რათა დავუბრუნოთ ქართველ ხალხს ღირსება, ხოლო ქართულ სახელმწიფოს- მომავლის პერსპექტივა.

ეს დეკლარაციას 40-ზე მეტი პოლიტიკური და საზოგადობრივი ორგანიზაცია შემოუერთდა. დეკლარაცია ღიაა ხელმოწერისათვის!

დღესვე ხელი მოეწერა დეკლარაციას ნეიტრალიტეტის შესახებ. ვითხოვთ,- განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რათა საქართველო გამოცხადდეს ნეიტრალურ სახელმწიფოდ!

საქართველო არის ნეიტრალური ქვეყანა!

საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია კეთილმეზობლური ურთიერთობების აგებაზე ყველა მოსაზღვრე სახელმწიფოსთან!

ქვეყნის ერთიანობა სახელმწიფოს უმთავრესი მიზანია!“, – წერია დეკლარაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics