13:48 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-19 10:05:06, 663 ნახვა

საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა - ლოცვა ჩატარდება.  სადღესასწაულო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

ნათლისღება — ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც  მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.

ნათლისღების დღესასწაულზე ხდება წყლის კურთხევა, ანუ დიდი აიაზმა. ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ. სიმბოლურად ეს განასახიერებს უფლის სამგზის შთაფვლას იორდანეში. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ენიჭება და იგი უხრწნელების თვისებებს იძენს. მისი სხურებით იწმინდება ტაძრები, სახლები, იგი მაკურნებელი ძალისაა. ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში უზმოზე მცირეოდენს მიირთმევენ, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და განსაცდელის დროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების შესაძლებლობები - პროგრამებზე მიღება დაიწყო
ბულგარეთის სანაპიროსთან დრონებმა კიდევ ორ სავაჭრო გემს შეუტიეს: ერთ-ერთი მათგანი ჩაიძირა
168 სადგური - სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
9 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $20.5 მილიარდამდე გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics